
იტალიაში, ქართველი ქალის დაჭრის ბრალდებით ქმარი დააკავეს
29/03/2023 09:23:04 საზოგადოება
იტალიაში, ქართველი ქალის დაჭრის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვა სცადა.
ბარის პოლიციამ იგი რამდენიმე საათში დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი და ბრალდებულის სისხლიანი ტანსაცმელი.
32 წლის ქალის, საქართველოს მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. შემთხვევა ქალაქ ბარიში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალს ჭრილობები დანით ყელის არეში აქვს მიყენებული და საავადმყოფოში იმყოფება.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.