ბაქოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა დაჭრეს
29/03/2023 08:54:29 მსოფლიო
ბაქოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა დაიჭრა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება თავდასხმას ტერორისტულად მიიჩნევს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსტაფაზე თავდასხმა 28 მარტს, საღამოს, სოფელ ზაბრატში, მისი სახლის წინ მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, დეპუტატი მხარსა და ფეხში დაიჭრა, წინასწარი მონაცემებით, სხვა მსხვერპლი არ არის. ინციდენტის ადგილზე იმყოფება ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი, მიმდინარეობს ეჭვმიტანილის ძებნა.
ფაზილ მუსტაფა ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ პარტიას „დიადი ქმნილება“ და აზერბაიჯანის პარლამენტში ამ პარტიის ერთადერთი დეპუტატია.


