აშშ-მა გადაწყვიტა, რუსეთთან ბირთვული ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეწყვიტოს
29/03/2023 07:11:07 მსოფლიო
თეთრმა სახლმა გამოაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რუსეთთან ბირთვული ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეწყვიტოს.
"ამერიკის ხმის" რუსული სამსახურის განმარტებით, მსგავსი გაცვლა წლების განმავლობაში სშშ-3-ის (სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების შესახებ ორმხრივი შეთანხმების) საფუძველზე წარმოებდა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ხსენებულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილების შეჩერების საპასუხოდ იქნა მიღებული.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სშშ-3-ში მონაწილეობას აჩერებდა, თუმცა სრულად არ წყვეტდა.
ცნობისთვის: 2011 წლის თებერვალში გაფორმებულ სშშ-3-ს მოქმედების ვადა 2026 წელს ეწურებოდა.


