
რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის „იარსი" ჩართულობით სტრატეგიული სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო
29/03/2023 06:29:28 მსოფლიო
რუსეთმა სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო, რომელშიც ჩართული იქნება, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი „იარსი". ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ციმბირში მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობს 3 000-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 300 ერთეული ტექნიკა იქნება ჩართული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლებას გეგმურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია საბრძოლო მზადყოფნის საერთო დონის განსაზღვრა და იარაღის და სპეციალური ტექნიკის თანამედროვე სახეობების შესაძლებლობების შეფასება.