Accentnews.ge
ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია: "მზად ვართ ვიხილოთ იგი აქ"

ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია: "მზად ვართ ვიხილოთ იგი აქ"

29/03/2023 06:14:12 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, კიევში მიიწვია. Associated Press-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სურს ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარი.

"ჩვენ მზად ვართ ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან კონტაქტი. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია", - ამბობს ზელენსკი.

გასულ კვირას სი ძინპინის პუტინთან შეხვედრა ისე დასრულდა, რომ განცხადება კონკრეტულ შედეგზე არ გაკეთებულა. არსებობდა ვარაუდი, რომ პეკინი შესაძლოა, მზად ყოფილიყო მოსკოვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა მიეწოდებინა მარაგების შესავსებად. ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განაცხადებს, ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, მიანიშნებდეს, რომ ჩინეთისგან კრემლმა გარანტიები ვერ მიიღო:

"რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ვიზიტი არ იყო კარგი რუსეთისთვის", -დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S