Accentnews.ge
"რკინის ფარდა" უკვე არსებობს": პუტინმა საჯარო მოხელეებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესა

"რკინის ფარდა" უკვე არსებობს": პუტინმა საჯარო მოხელეებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესა

28/03/2023 13:55:33 მსოფლიო

რუს მაღალჩინოსნებს, დეპუტატებს, სენატორების, გუბერნატორებს, სახელმწიფო კომპანიების და მსხვილი ბანკების ხელმძღვანელებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები ექმნებათ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, – უამბეს The Moscow Times–ს წყაროებმა კრემლიდან, მთავრობიდან, სახელმწიფო სათათბიროდან.

„რკინის ფარდა“ მათთვის, ვინც სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, უკვე არსებობს“, - წუხს რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოცემასთან და დასძენს, ”არავის შეუძლია სადმე გამგზავრება პირადი ნებართვის გარეშე.”

გამოცემამ გაარკვია, რომ უცხოეთში მოგზაურობის არაოფიციალური აკრძალვა მთელ სახელმწიფო აპარატს ეხება, გამონაკლისი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი და ეს ინდივიდუალურად ხდება.

„ეს გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის ხელმძღვანელობის მაღალ დონეზე - პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ФСБ-სთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად. ეს მხოლოდ მათ კომპეტენციაშია“, - ამბობს წყარო რუსეთის პარლამენტის ხელმძღვანელობიდან.

სპეცსამსახურებს და კრემლს ეშინიათ იმ ოფიციალური პირების „დეზერტირობის“, რომელთაც არ მოსწონთ ცხოვრება „ალყაში მოქცეულ ციხესიმაგრეში“ და სურთ, დაშორდნენ პრეზიდენტს, რომელზეც ჰააგას დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

ზოგიერთს ФСБ–ს ოფიცრები უბრალოდ ართმევენ პასპორტებს, – უთხრა გამოცემას წყარომ კრემლიდან.

გარდა ამისა, ФСБ ინახავს ოფიციალური პირების, გუბერნატორებისა და სხვა საჯარო მოხელეების სიას, რომლებმაც ცალკე უნდა მიიღონ გასვლის ნებართვა, – განუცხადა The Moscow Times –ს კრემლის წარმომადგენელმა, საჯარო მოხელემ მთავრობიდან და ორმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა: „ბაზაში არის ე.წ. დროშები. ქვეყანა რომ დატოვო, ისინი წინასწარ უნდა მოიხსნას, ”- ამბობს ერთ-ერთი წყარო.

„იყო შემთხვევები, როცა ძალიან დიდ ადამიანებს ეუბნებოდნენ: არა, არვითარი დასვენება. დაისვენეთ სამსახურში. ან, მაგალითად, ალტაიში, ”- ამბობს სახელმწიფო კომპანიის მაღალი რანგის თანამშრომელი. ეს ანერვიულებს მოხმარების დასავლურ სტანდარტებს და ღია საზღვრებს მიჩვეულ სახელმწიფო აპარატს.

ომამდე კი მოგზაურობა მოითხოვდა უშუალო უფროსის ნებართვას, ახლა კი პრაქტიკა გამკაცრდა: მაღალჩინოსნებს მოეთხოვებათ „ორმაგი ნებართვა“ მიეღოთ საზღვარგარეთ ნებისმიერი მოგზაურობისთვის - მათი უშუალო უფროსისგან და უფროსის უფროსისგან.

ეს ნიშნავს, რომ არც თუ იშვიათად, მსგავსი საკითხებით დაკავებულია კრემლის შტაბის უფროსი ანტონ ვაინო, თვით პუტინიც,– განუცხადა The Moscow Times-ს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და პრეზიდენტის დიდი ხნის ნაცნობმა.

საუბარია როგორც „არამეგობრულ“, ისე „მეგობრულ“ ქვეყნებში გამგზავრებაზე.

იმ ქვეყნებში მოგზაურობაც კი, რომლებსაც კრემლი რუსეთის მოკავშირეებს უწოდებს, უჩენს კითხებს სპეცსამსახურებს, რომელსაც პუტინმა დაავალა, გააძლიერონ ძალისხმევა უცხოელი ჯაშუშების დასაკავებლად. შვებულების შემდეგ, ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელი, მისთვის მოულოდნელად დაიბარეს ФСБ–ში კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს უცხოეთში მოგზაურობის სრული ოფიციალური აკრძალვით მიმდინარე წელს, – თქვა სამმა ოფიციალურმა პირმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S