Accentnews.ge
თურქეთში ოპოზიცია ერდოღანის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

თურქეთში ოპოზიცია ერდოღანის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

28/03/2023 12:59:08 მსოფლიო

თურქეთში სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა, რომ მოიხსნას ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კანდიდატურა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

საარჩევნო კომისიისადმი მიმართვის ავტორების აზრით, მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენება ეწინააღმდეგება თურქეთის კონსტიტუციას, ვინაიდან ერდოღანი ზედიზედ მეორე ვადით იმყოფება ამ "პოსტზე". ანკარა აცხადებს, რომ 2017 წლის კონსტიტუციური რეფერენდუმის შედეგად ერდოღანის საპრეზიდენტო ვადები განულდა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

ერდოღანის მთავარი ოპონენტი ქემალ კილიჩდაროღლუა. ბოლო გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს უფრო მეტი ხმის მიღება შეუძლია, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. ამავე დროს, ზოგიერთი სოციოლოგი აღიარებს, რომ საბოლოოდ ხმების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება, ერთმანეთის მსგავსი იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S