
იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს
28/03/2023 12:05:44 საზოგადოება
იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.