Accentnews.ge
უკრაინამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ ტანკები მიიღო

უკრაინამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ ტანკები მიიღო

28/03/2023 11:52:58 მსოფლიო

უკრაინამ პორტუგალიისგან „ლეოპარდის“ სამი საბრძოლო ტანკი მიიღო. პორტუგალიის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკებმა უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„პორტუგალიის მიერ ნაჩუქარი Leopard 2A6 ტიპის სამი ტანკი უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისათვის: უკრაინამ გუშინ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი, გაერთიანებული სამეფოსგან კი - „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S