Accentnews.ge
"პალიტრა მედია" მისი დაფინანსების წყაროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

"პალიტრა მედია" მისი დაფინანსების წყაროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

28/03/2023 11:05:14 საზოგადოება

"პალიტრა მედია", რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და რამდენიმე ონლაინგამოცემას აერთიანებს, სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი მედიასასუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, მისი დაფინანსების წყაროების შესახებ. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გუშინ, 27 მარტს წყაროს დასახელების გარეშე დაწერა, რომ მათი "ექსკლუზიური ინფორმაციით", ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "პალიტრა მედიას" აფინანსებდა.

"აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტი, თით­ქოს ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს­გან არის მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ცი­ლის­წა­მე­ბას. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და მის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს "ფეიკ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო­ბი­ან სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მე­დი­ე­ბი და მო­ახ­დე­ნენ ყო­ველ­გვა­რი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნუ­ლის გავ­რცე­ლე­ბას", - ნათქვამია "პალიტრა მედიის" განცხადებაში.

დღეს ბათუმში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ჰკითხა, "რა ინფორმაცია გაქვთ, კეზერაშვილის და პალიტრა მედიის თანამშრომლობაზე?. პასუხად კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"მე არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, როგორც ასეთი, არ მაქვს. შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვეა ეს ტელევიზია დაემსაგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - გახდა ერთგვარი "ფორმულა" 2. ეს არის ჩემი დაკვირვება და დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები და როგორია ხარჯები, რასაც ტელევიზიები გასწევენ ამ ტელევიზიების მესაკუთრეები, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ეს ტელევიზია ბოლო თვეებში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა" 2".

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მაუწყებლის შემოსავალი გამჭვირვალეა. მონაცემები თავმოყრილია სახელმწიფო უწყების - კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე. ბოლო, 2022 წლის მეოთხე კვარტლის დეკლარაციის მიხედვით, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" შემოსავალი იყო: კომერციული რეკლამა - 29 074 ლარი, სპონსორობა - 8 667 ლარი და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი - 35 019 ლარი. ამ პერიოდში მაუწყებელს ერთი რომელიმე დამკვეთისგან არ ჰქონდა მიღებული 7 ათას ლარზე მეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S