ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინაში დროებით დასახლებულ პუნქტებს ააშენებენ
28/03/2023 10:26:31 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ორ დროებით დასახლებულ პუნქტს ააშენებენ დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში იმ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები ამ ქვეყნაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
Reuters-ის ცნობით, ლონდონმა ამ მიზნით12 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფა გადაწყვიტა.
თითქმის 118 ათასი უკრაინელი განათავსეს ბრიტანულ ოჯახებში მთავრობის საპასუხო ზომის სახით მას მერე, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. მაგრამ ბევრ უკრაინელს უჭირს მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ სოფლებში ლვოვთან და პოლტავასთან განთავსდება 700-მდე ადამიანი, რაც მილიონობით იძულებით გადაადგილებული და ქვეყნიდან გაქცეული უკრაინელის ფონზე, მცირე რიცხვია.


