ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი ავდეევკას მახლობლად დიდ დანაკარგებს განიცდის
28/03/2023 08:00:16 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი ავდეევკას მახლობლად დიდ დანაკარგებს განიცდის.
"ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას რუსული ჯარები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და იქ მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ბოლო დღეებში, რუსეთი აგრძელებს პრიორიტეტის მინიჭებას ავდეევკას ალყაში მოქცევის ოპერაციას. რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, სავარაუდოდ, ტანკების უმეტესი ნაწილი დაკარგა სამხრეთიდან ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
მისი ცნობით, ჯავშანტექნიკის დანაკარგები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ტაქტიკურად არასწორი ფრონტალური შეტევებით, ისევე როგორც სხვა ბოლოდროინდელი წარუმატებელი რუსული შეტევები, ქალაქ ვუჰლედარის გარშემო.


