Accentnews.ge
გიორგი გაბუნია: "მღვდელმა, საკურთხეველში, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი"

გიორგი გაბუნია: "მღვდელმა, საკურთხეველში, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი"

10/11/2019 20:31:20 სხვა, საზოგადოება

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ წარსულში, "პირტიტველი ჭაბუკობისას"  მღვდელმა საკურთხეველში შეიყვანა და უნებართვოდ რამდენჯერმე შეეხო პენისზე. ამის შესახებ "პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა პირდაპირ ეთერში დეტალურად ისაუბრა. 

მისი თქმით, პირველად წავიდა წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში, რომელშიც მღვდელმა ტაძრის დათვალიერება შესთავაზა, ექსკურსიის დროს კი სამჯერ შეეხო პენისზე. გაბუნია ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში შემთხვევითობა ეგონა, მეორედ - შეგნებულად "ვიოლინოსავით ჩაუსვა ხელი", მესამედ კი - საკურთხეველში შეიყვანა და იქ "ჯოისტიკივით დაიჭირა მისი ერთი ადგილი".

წამყვანის თქმით, მღვდელს "ძლივს მოაგლეჯინა" ხელი, თუმცა სასულიერო პირმა ახლა "სამრეკლოზე ასვლა" შესთავაზა. გაბუნია ამბობს, რომ მღვდელთან სექსი მის გეგმებში არ შედიოდა, ტაძრიდან წამოვიდა და იქ აღარ მიბრუნებულა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S