
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობას “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს – თვითმხილველები
28/03/2023 05:52:05 საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობას "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს, იუწყება "ბათუმელები".
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა.
“ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ კოქტეილის გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი სასამართლოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე ჩააქრეს.