უკრაინა – წუხელ რუსების მიერ გაშვებული 15 ირანული "დრონიდან" 14 ჩამოვაგდეთ
28/03/2023 05:48:04 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წუხელ რუსეთმა უკრაინას Shahed-136 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა 15–დან 14 დრონი გაანადგურეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა კერძო საწარმოს. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. მსხვერპლი არ არის.


