გაერო-მ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
28/03/2023 05:41:48 მსოფლიო
რუსეთმა, მის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის დასამტკიცებლად, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო.
რეზოლუცია „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა.
რუსეთის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს მხარი მხოლოდ სამმა ქვეყანამ დაუჭირა, 12-მა კი თავი შეიკავა. მის მისაღებად სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ. ალბანეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გაბონმა, განამ, მალტამ, მოზამბიკმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ეკვადორმა და იაპონიამ თავი შეიკავეს.
რეზოლუციის თანაავტორები იყვნენ ბელარუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთი კორეა, ნიკარაგუა, სირია და ერითრეა. თუმცა ისინი უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.


