Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბახმუტისა და ავდეევკისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი – ბახმუტისა და ავდეევკისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება

28/03/2023 05:26:58 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის იერიშები წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბის თანახმად, მტერი უტევს უშუალოდ ქალაქ ბახმუტს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ და დასახლებულ პუნტებს: ორეხოვო-ვასილევკას, ბოგდანოვკას, ივანოვსკოეს და ოზარიანოვკას. ეს დასახლებული პუნქტები მდებარეობს ბახმუტის დასავლეთში, ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S