Accentnews.ge
ზელენსკი ფრონტის კიდევ ერთ ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა

ზელენსკი ფრონტის კიდევ ერთ ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა

27/03/2023 20:09:05 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის კიდევ ერთ ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა და ნიკოპოლის რაიონს ეწვია, რომელიც რუსი დამპყრობლების მხრიდან მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

ზელენსკი პირადად გაეცნო ნიკოპოლის რაიონში არსებულ ვითარებას და მტრის თავდასხმების შედეგებს რეგიონის სხვადასხვა დასახლებებზე.

"პრეზიდენტს ეცნობა, რომ რაიონში დანგრეულია 5000-მდე შენობა, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. დაშავებულ მოქალაქეებს უტარდებათ საჭირო დახმარება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი 27 მარტს ზაპოროჟიეს რეგიონშიც იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S