ტენესის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა
27/03/2023 18:55:05 მსოფლიო
აშშ-ში, ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის გოგო იყო. იგი ლიკვიდირებულია.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.


