მედია – ბელარუსში მინსკის საავტომობილო ქარხანა იწვის
27/03/2023 18:10:59 მსოფლიო
ბელარუსში მინსკის საავტომობილო ქარხანა იწვის.
მედიის ცნობით, ხანძრის ადგილას ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


