Accentnews.ge
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

27/03/2023 16:46:38 მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა და პარლამენტის წევრთა 96%-მა მხარი დაუჭირა.

ნატო-ში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც. ამის შემდეგ, რატიფიცირება უკვე თურქეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

რაც შეეხება შვედეთს, გადაწყვეტილებას ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მოგვიანებით მიიღებენ.

ფინეთმაც და შვედეთმაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოთქვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S