მედია - ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეჩერდება
27/03/2023 16:28:12 მსოფლიო
ისრაელში საპროტესტო აქციების ფონზე სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის კოალიციურ მთავრობაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტიაზე დაყრდნობით იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მაისში დაგეგმილი პარლამენტის შემდეგი სესიისთვის გადაიდო, რათა რეფორმა დიალოგის გზით იყოს მიღებული.
ებრაული მედიის ცნობით, სანაცვლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა ე.წ. ეროვნული გვარდიის შექმნას, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მეთაური იტამარ ბენ-გვირი ჩაუდგება სათავეში.


