Accentnews.ge
გერმანია პუტინის განცხადებას ბელორუსში ბირთვული იარაღს განთავსების თაობაზე "უპასუხისმგებლოს“ უწოდებს: "მტკიცენი ვიქნებით უკრაინის მხარდაჭერაში"

გერმანია პუტინის განცხადებას ბელორუსში ბირთვული იარაღს განთავსების თაობაზე "უპასუხისმგებლოს“ უწოდებს: "მტკიცენი ვიქნებით უკრაინის მხარდაჭერაში"

27/03/2023 16:24:41 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ბელორუსში ბირთვული იარაღს განთავსების თაობაზე, გერმანია "უპასუხისმგებლოსა" და "ესკალაციის გამომწვევს" უწოდებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კრემლის ლიდერის განცხადება „რუსეთის მხრიდან ბირთვული დაშინების შემდგომი მცდელობა“ იყო.

”ჩვენ მიგვაჩნია ეს რიტორიკა უპასუხისმგებლოდ და კატეგორიულად უარვყოფთ მას. რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცენი ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დაიცვას თავი", – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ის მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება, იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ნატო–მ გააკრიტიკა რუსეთი და მის გადაწყვეტილებას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ–ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს.

პუტინის განცხადების შემდეგ უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S