Accentnews.ge
ჩინეთმა პუტინს შეახსენა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია

ჩინეთმა პუტინს შეახსენა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია

27/03/2023 15:23:42 მსოფლიო

უკრაინის ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეს ბირთვულ კონფლიქტამდე,– ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინგმა განაცხადა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის განცხადების კომენტირებისას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების გეგმების შესახებ, – იუწყება Sohu.

მაო ნინგი გამოვიდა შეხსენებით, რომ 2022 წლის 5 იანვარს ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება. შექმნილ ვითარებაში, ყველა მხარემ უნდა გაამახვილოს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებაზე და ერთობლივად წვლილი შეიტანოს სიტუაციის განმუხტვაში, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ვლადიმირ პუტინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუმცა იქვე ირწმუნება, რომ არ არღვევს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას, არ გადასცემს რა მას მინსკს მართვაში.

გარდა ამისა, როგორც პუტინმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა და რომ ბელარუსს გადაეცა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. მანამდე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.

ნატომ და ევროკავშირმა "საშიში და უპასუხისმგებლო" უწოდეს მოსკოვის გადაწყვეტილებას, ხოლო უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა.

უკრაინამ ასევე სთხოვა G7-ის ქვეყნებს და ევროკავშირს, გააფრთხილონ ბელარუსის ხელისუფლება რესპუბლიკისთვის "გრძელვადიანი შედეგების" შესახებ, თუ ის დათანხმდება რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას მის ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S