Accentnews.ge
საქართველოს ავიაბაზარს ავიაკომპანია Flyadeal-ი უბრუნდება

საქართველოს ავიაბაზარს ავიაკომპანია Flyadeal-ი უბრუნდება

27/03/2023 14:02:20 ეკონომიკა

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-ი უბრუნდება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად, Flyadeal-ი მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს.

TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ Flyadeal-ი ფრენებს ​ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S