Accentnews.ge
სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართული დაწესებულებებისთვის ტრენინგები გრძელდება

სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართული დაწესებულებებისთვის ტრენინგები გრძელდება

27/03/2023 13:38:24 საზოგადოება, რეკლამა

სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართული დაწესებულებებისთვის ტრენინგები გრძელდება,– იუწყება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, ტრენინგის თემა ელექტრონული სისტემაა, რომლითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.

იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციას და მარაგების მართვას.

ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე ჩატარდა. ფარმაცევტული სექტორის მოთხოვნით, განმეორებითი შეხვედრები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება. ტრენინგებზე დეტალურად იქნება განხილული სისტემის ფუნქციონალი და მასში მუშაობის პრინციპები.

ტრენინგის ჩატარების განრიგი:

28 მარტი, 12:00-14:00 სთ. - ქ.ქუთაისი, რუსთაველის №3 - ქუთაისის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზი.

28 მარტი, 16:00-18:00 სთ. - ქ.ბათუმი, ტბეთის ქ. N4 - ავიცენა ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი.

29 მარტი, 15:00-17:00 სთ. - ქ.ზუგდიდი - რუსთაველის ქ.№90 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზი.

მათთვის კი, ვინც ტრენინგებზე დასწრებას ვერ მოახერხებს, 31 მარტს, 16:00 საათზე, დანიშნულია, დამატებითი „ონლაინ“ შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S