Accentnews.ge
თათია სამხარაძე პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავს

თათია სამხარაძე პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავს

27/03/2023 11:29:54 საზოგადოება

თათია სამხარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს.

როგორც იგი წერს, მის სახლთან იმყოფება POSTV-ს გადამღები ჯგუფი.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია. მან მიმართა სახალხო დამცველსაც.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ს ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მან რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S