Accentnews.ge
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი დააპატიმრეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი დააპატიმრეს

27/03/2023 11:26:26 მსოფლიო

პოლონეთში სასამართლომ სამი თვით დააპატიმრა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ამტკიცებენ, იგი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით აგროვებდა ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ. ამის თაობაზე პოლონეთის პრესის სააგენტო იტყობინება ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.

ეჭვმიტანილი პირი სამხედრო დაზვერვამ დააკავა 21 მარტს. როგორც იტყობინებიან, ის მინიმუმ იანვრის დამდეგიდან მუშაობდა რუსეთისთვის. მან აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნათქვამია ცნობაში. კონტრდაზვერვის თანახმად, ეჭვმიტანილი ინფორმაციას აგროვებდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რაიონებში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პოლონეთის კონტრდაზვერვამ მოსკოვთან და მინსკთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა. ყველაზე ხშირად მათ ბრალს სდებენ ქვეყნის სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

1 მარტს პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი უცხოელი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბელარუსის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა. ლიუბლინის სასამართლომ ის სამი თვით დააპატიმრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S