Accentnews.ge
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა, ჰოსპიტალიზებულია 10 მოსწავლე

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა, ჰოსპიტალიზებულია 10 მოსწავლე

27/03/2023 10:57:24 საზოგადოება

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან დღეს ერთდროულად ათი მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც რამდენიმე ბავშვს თავის ტკივილი დაეწყო.

სკოლის დირექტორის ნატალია მგელაძის განცხადებით, მოსწავლეები კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და მალე დატოვებენ კლინიკას.

დირექტორის თქმით, ჯერ ვერ დააკონკრეტებს, იყო თუ არა გამოყენებული წიწაკის სპრეი, ეს მოკვლევის შედეგად გაირკვევა.

შემთხვევის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S