Accentnews.ge
ზელენსკი - აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა, მტერმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა არ აპატიებს

ზელენსკი - აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა, მტერმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა არ აპატიებს

27/03/2023 10:45:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს.

"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის ერთი დაღუპული. მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის წამებას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაჭრას. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, პასუხს აგებს“, - აცხადებს ზელენსკი.

ამჟამად, ცნობილია, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S