Accentnews.ge
დღეიდან მოლდოვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით წვრთნები იწყება

დღეიდან მოლდოვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით წვრთნები იწყება

27/03/2023 09:46:20 მსოფლიო

დღეიდან მოლდოვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები იწყება. სწავლება 8 აპრილამდე გაგრძელდება.

მოლდოვის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ რუმინელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები. წვრთნების ფარგლებში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება.

მოლდოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ სამხედრ წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში საავატომობილო გზებზე შეიძლება, გამოჩნდეს სამხედრო ტექნიკა და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია ტექნიკის გადაადგილების მიზეზებთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S