Accentnews.ge
რუსეთმა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური ძებნილად გამოაცხადა

რუსეთმა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური ძებნილად გამოაცხადა

27/03/2023 08:45:03 მსოფლიო

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური დენის კაპუსტინი, რომლის ფსევდონიმებია დენის ნიკიტინი და White Rex. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ტერაქტის და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლებით.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კაპუსტინს ადანაშაულებს ბრიანსკის ოლქის ორ სოფელზე 2023 წლის მარტში განხორციელებული თავდასხმისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურ მხარდამჭერზე, ტელეკომპანია „ცარიგრადის“ დამფუძნებელ ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში და 2022 წლის აგვისტოში, ვოლგოგრდის ოლქში, ნავთობის და გაზის ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში.

2 მარტს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში შეაღწიეს უკრაინელმა დივერსანტებმა და 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. იმავე დღეს ჯგუფმა, სახელწოდებით „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიანსკის ოლქში მან შეაღწია და ებრძვის არა მშვიდობიან მოქალაქეებს, არამედ პუტინის რეჟიმს.

6 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთა ბიზნესმენ მალოფეევის ავტომანქანის აფეთქების მცდელობა, რომელიც კაპუსტინის მიერ იყო ორგანიზებული. მოსკოვი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსს" უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მართულ ჯგუფად მიიჩნევს, რასაც კიევში უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S