ISW – პუტინს უკრაინაში გამარჯვების კვლავ სჯერა
27/03/2023 06:16:55 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი ისევ კონცენტრირებულია ხანგრძლივი კონფლიქტის გზით თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე, უკრაინისთვის საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხვით. იგი იმედოვნებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოსალოდნელ კონტრშეტევაზეც, რომლის დაწყების დრო ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს უნდა მიაყენოს იმ მასშტაბის ზიანი, რომ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვიხ ცხადი გახდეს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.


