Accentnews.ge
კრემლმა, წარუმატებლობის შემდეგ, უარი თქვა შეტევის გაგრძელებაზე და ცდილობს, მოემზადოს უკრაინის კონტრშეტევისთვის – მედია

კრემლმა, წარუმატებლობის შემდეგ, უარი თქვა შეტევის გაგრძელებაზე და ცდილობს, მოემზადოს უკრაინის კონტრშეტევისთვის – მედია

25/03/2023 09:40:47 მსოფლიო

კრემლმა უარი თქვა საგაზაფხულო შეტევის გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას და ახლა ცდილობს, მომზადებული დახვდეს უკრაინის არმიის კონტრშეტევას, რომელიც სავარაუდოდ მალე დაიწყება, - წერს Bloomberg.

როგორც გამოცემა იუწყება, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩართული კრემლი მიმდინარე წელს შეეცდება 400 000-მდე საკონტრაქტო ჯარისკაცის გადაბირებას, "რეკრუტირების ფართომასშტაბიანი კამპანია საშუალებას მისცემს კრემლს თავიდან აიცილოს მორიგი მობილიზაცია 2024 წლისთვის დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების წინ".

გამოცემა აღნიშნავს, რომ "2022 წლის სექტემბერში გამოცხადებულმა მობილიზაციამ შეარყია ხელისუფლებისადმი ნდობა და გამოიწვია ქვეყნიდან „დაახლოებით მილიონი რუსის“ გაქცევა. ვლადიმირ პუტინი ფსონს დებს გაჭიანურებულ ომზე. მისი ვარაუდით, თუ რუსი სამხედროები უახლოეს მომავალში შეძლებენ, თავიდან აიცილონ უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი გარღვევა, ეს შეასუსტებს კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერას".

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის არმიამ თავისი შეთხელებული რიგების შესავსებად დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანი მომავალ ჯარისკაცებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაა. რეგიონების ოფიციალურმა პირებმა ასევე მიიღეს გასაწვევთა კვოტები. რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ იმედს ამყარებს საომარი მოქმედებების ვეტერანებსა და სოფლების მკვიდრებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S