Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს სასწავლო კურსებს სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს სასწავლო კურსებს სთავაზობს

25/03/2023 08:47:06 საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრის" საშუალებით, კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ეთნიკურ უმცირესობებს სთავაზობს ქართული სამართლის სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მოქალაქეები, ქართულ ენასთან ერთად, უფასოდ შეისწავლიან ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას. ამავე მიზნით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებ-საიტზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S