Accentnews.ge
არჩევნებზე ერდოღანის კონკურენტმა უკრაინული ყირიმი რუსულად აღიარა

არჩევნებზე ერდოღანის კონკურენტმა უკრაინული ყირიმი რუსულად აღიარა

24/03/2023 13:02:44 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტმა დოღუ ფერინჩეკმა უკრაინული ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიარა.

"ხაზგასმით განვაცხადე, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილია. ჩვენი პარტია (Vatan) რუსეთის ტერიტორიებად სცნობს ახალ რესპუბლიკებსაც" - აღნიშნა მან.

"ვათანის" ("სამშობლო") ეროვნულ-სოციალისტური პარტია ანტიდასავლური პოზიციებით გამოირჩევა და თავს 1919 წელს ჩამოყალიბებული "მუშათა და გლეხობის სოციალისტური პარტიის" სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს. თურქულ პარლამენტში იგი წარმოდგენილი არაა, თუმცა აერთიანებს 50 ათასზე მეტ მხარდამჭერს. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ფერინჩეკს 100 ათასი ხელმოწერა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი განცხადება ყირიმის რუსულად ცნობის შესახებ პარტიის ლიდერმა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთა და განმარტა, რომ "თურქეთს აშშ-ის მარიონეტ უკრაინასთან მჭიდრო კავშირები არაფერში სჭირდება". 2022 წლის თებერვალში კი მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას მოაქვს მშვიდობა და სიმშვიდე".

ფერინჩეკი რუსეთის მიმართ დასავლურ სანქციებს არ აღიარებს, მათ "თურქეთის წინააღმდეგ სანქციებად" მიიჩნევს და აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ გასაუქმებლად იბრძოლებს.

თუმცა მას საამისოდ ძალზე მცირე შანსები აქვს: 80 წლის ფერინჩეკი უკვე იყრიდა კენჭს 2018-ში და ხმათა მხოლოდ 0,2% მიიღო, მაშინ, როცა ერდოღანმა - 52,59%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S