Accentnews.ge
"საქართველოს 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ მსოფლიოში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა"

"საქართველოს 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ მსოფლიოში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა"

24/03/2023 08:16:48 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბირთვული ომის რიტორიკა მატულობს და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში, ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. [...] ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ მსოფლიოში", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S