Accentnews.ge
საქაერონავიგაცია – ბერბოკის თვითმფრინავის შესახებ Spiegel–ის ინფორმაციას უარყოფს: "დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი"

საქაერონავიგაცია – ბერბოკის თვითმფრინავის შესახებ Spiegel–ის ინფორმაციას უარყოფს: "დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი"

24/03/2023 07:37:11 პოლიტიკა

საქართველოს საქაერონავიგაციის განცხადებით, Spiegel–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, პრობლემა თბილისის აეროპორტში დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა, არასწორია.

"დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება", - აცხადებს საქაერონავიგაცია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია. ანალენა ბერბოკმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S