Accentnews.ge
აშშ–მა სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ–მა სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა

24/03/2023 06:17:26 მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა სირიის აღმოსავლეთში საჰაერო დარტყმები განახორციელეს ობიექტებზე, რომლებსაც "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" კავშირის მქონე დაჯგუფებები იყენებენ. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავიადარტყმების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც 23 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საერთაშორისო კოალიციის ტექნიკური მომსახურების ბაზაზე. დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა ბაზის 1 ამერიკელი თანამშრომელი და 1 დაიჭრა. დაჭრილია 5 ამერიკელი სამხედროც. შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, დარტყმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, თავდასხმის პასუხად განხორციელდა მაღალი სიზუსტის საავიაციო დარტყმები და შეერთებული შტატების თანაზომიერი მოქმედება მიმართული იყო ესკალაციის რისკის შემცირებისკენ. ოსტინის თქმით, აშშ ყოველთვის გამოიყენებს საჭირო ზომებს ამერიკელების დასაცავად და ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისთვის დაუსჯელი არ დარჩება არცერთი დაჯგუფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S