Accentnews.ge
Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა

24/03/2023 06:05:51 პოლიტიკა

გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო, რადგან ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რაიმე ინციდენტის გარეშე.

მოგვიანებით, "საქაერონავიგაციაში" დაადასტურეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოკვლევის დასრულებამდე სხვა კომენტარი არ გაკეთდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია. ანალენა ბერბოკმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S