უკრაინამ ნოვაია კახოვკა სრულად დაიბრუნა - უკრაინის გენერალური შტაბი
23/03/2023 17:00:39 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტი ნოვაია კახოვკა სრულად დატოვეს, - იუწყება საღამოს სიახლეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მისივე ინფორმაციით, დაბის დატოვებამდე ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა გაძარცვეს: ართმევდნენ როგორც საყოფაცხოვრებო რექნიკას, ისე ტელეფონებს, ტანსაცმელს, ძვირფასეულობასა და საკვებს.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირისრიგ დასახლებულ პუნქტებში ოკუპანტებმა პროუკრაინული პოზიციების მქონე მოქალაქეების ძებნა განახორციელეს, რაშიც ომის ვეტერანების, სამხედრო და ძალოვანი უწყებების პენსიონერების სიებს იყენებდნენ.


