დეგნანი: "პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ"
23/03/2023 16:08:17 პოლიტიკა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ახალქალაქში ვიზიტისას განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტის (და არა მთავრობის ან პარლამენტის წარმომადგენლის) მიწვევას ეხებოდა.
ელჩმა გაიხსენა, რომ სამიტს სალომე ზურაბიშვილი წინა წელსაც დაესწრო.
“პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ. იგი წინა წლის სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. საქართველოს შემთხვევაში ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის",– თქვა ელჩმა და დასძინა, რომ სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრიც გააკეთებს ვიდეო-მიმართვას სამიტის მეორე დღეს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება:
"ასე რომ, ვფიქრობ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებას ასახავს, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ, ისევე როგორც მთავრობა, დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ”.


