Accentnews.ge
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

09/11/2019 08:24:48 სხვა, სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა მოსთხოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები სხვა პირების გამოვლენის მიზნით", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S