Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის NATO–ში გაწევრიანების კანონს

ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის NATO–ში გაწევრიანების კანონს

23/03/2023 15:04:45 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს. ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში სამთავრობო სასახლეში გაიმართა. ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა პირველ მარტს მოახდინა.

როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი მისი განაცხადის რატიფიცირებას თურქეთი და უნგრეთი განახორციელებენ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა დაიწყებს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S