Accentnews.ge
"დრონის" ჩამოგდებისთვის შოიგუს მიერ დაჯილდოებულ რუს პილოტს ვაშინგტონში იდიოტი უწოდეს

"დრონის" ჩამოგდებისთვის შოიგუს მიერ დაჯილდოებულ რუს პილოტს ვაშინგტონში იდიოტი უწოდეს

23/03/2023 12:21:44 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბისთვის გაუგებარია სიმამაცის რა საზომი აქვს რუსეთს. კირბის, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალი იყო, ვაშინგტონში 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს აზრი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დაჯილდოებულ პილოტებზე, რომლებმაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ჯონ კირბიმ ამ დაჯილდოებას უწოდა სასაცილოც და შეურაცხმყოფელიც.

კირბის თქმით, არ იცის მსოფლიოში არცერთი სხვა არმია და სამხედრო-საჰაერო ძალები, რომლის მფრინავსაც დრონთან შეჯახებისთვის დააჯილდოებდნენ, რადგან სხვა ობიექტთან შეტაკება არ შეიძლება. ვიცე-ადმირალის შეფასებით, თუ ეს რუსეთში სიმამაცედ ითვლება, როგორც ჩანს, მისი მნიშვნელობა სხვაგვარად ესმით.

ჯონ კირბის განცხადებით, უარეს შემთხვევაში, რუსმა მფრინავმა განზრახ შეუქმნა დიდი საფრთხე საკუთარ თავსაც და აშშ-ის საკუთრებასაც, უკეთეს შემთხვევაში კი - "ის უბრალოდ, იდიოტია".

22 მარტს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მამაცობისთვის ორდენებით დააჯილდოვა ავიაგამანადგურებლის, სუ-27-ის პილოტები. რამდენიმე დღით ადრე, ამ ავიაგამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდო ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 Reaper.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S