
"კაგებეს" ყოფილი ოფიცრის მიერ მართული რუსეთი, მეზობლებს იპყრობს"
09/11/2019 06:19:33 სხვა, მსოფლიო
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ევროპა დგას.
ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პომპეომ რუსეთი და ჩინეთი მთავარ საფრთხეებად დაასახელა.
„დღეს რუსეთი, რომელსაც ყოფილი „კაგებეს“ ოფიცერი მართავს, მის მეზობლებს იპყრობს და ოპონენტებს ანადგურებს“,- განაცხადა პომპეომ.