Accentnews.ge
კობახიძე: "ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, ამის ღრმად მწამს"

კობახიძე: "ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, ამის ღრმად მწამს"

23/03/2023 09:46:49 პოლიტიკა

„ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე”,- განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქმედ და ყოფილ სახალხო დამცველებზე საუბრისას.

მისი თქმით, „იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 NGO, ეს არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი".

"მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია“,- დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S