Accentnews.ge
ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური გიორგი კეკელიძის შესახებ

ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური გიორგი კეკელიძის შესახებ

23/03/2023 08:32:05 საზოგადოება

პოეტები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური გიორგი კეკელიძის და ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ წერენ.

ბესიკ ხარანაული: „გიორგი არის შესანიშნავი პოეტი და მოქალაქე, რომელიც ბრწყინვალედ უძღვება იმ დიდ საქმეს, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ჰქვია.

საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმთან“ მეც მქონდა შეხება. უაღრესად კარგი გრძნობები და ფიქრები მაქვს ამ საქმესთან და გიორგის ყველა პროექტთან დაკავშირებით. ეროვნული ბიბლიოთეკა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მსგავს საქმეს აკეთებს.

ის დღეს საუკეთესო ფორმაშია. ბიბლიოთეკის კოლექტივიც კარგია, მეგობრულია. მარტო გიორგი ვერ მოახერხებდა ამდენს.“

ტარიელ ხარხელაური: „ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძისნაირ კაცს არავის შეფასება არ უნდა სჭირდებოდეს. მას თავისი საქმეები უმაგრებს ზურგს.

რაც ამ ახალგაზრდა კაცმა ამ ასაკში შეძლო, ნეტავ ბევრმა შეძლოს, ფუტკარივით მუშაობს. ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. ის ყველა მხარეს სჭირდება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი. მხოლოდ ეს ღონისძიებები ღირს ერთი კაცის სიცოცხლედ.

„ეკვილიბრიუმთანაც“ მქონია შეხება. მეც ვახლდი გიორგის ერთ-ერთ სოფელში. ნეტავ ყველას ასეთი მარიფათი ჰქონდეს. ბიბლიოთეკა ტაძარია და ამ კაცმა ხალხი მოიზიდა ამ ტაძარში. ცოცხალია იქაურობა.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S