Accentnews.ge
"ამირანთან" ვითარება დაიძაბა - მაყურებლები შენობას ტოვებენ

"ამირანთან" ვითარება დაიძაბა - მაყურებლები შენობას ტოვებენ

08/11/2019 17:29:57 სხვა, საზოგადოება

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დასრულდა და კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია ისევ დაიძაბა. ისმოდა აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, პიროტექნიკა გამოიყენეს. ადგილზე მღელვარებაა, სამართალდამცველებს აგრესიული მომიტინგეები ადგილიდან გაჰყავთ, სავარაუდოდ, აკავებენ. აღნიშნული პირები უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ფილმის საყურებლად სეანსზე მისულ მაყურებლებს, რომლებიც ტოვებენ კინოთეატრის შენობას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "სირცხვილია!". 


ისინი მოითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ "გააკეთებენ იმას, რაც საქართველოში არც ერთ ძალას არ გაუკეთებია". ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის 11 პირია დაკავებული. ამასთან მოითხოვენ, შსს-მ უპასუხოს კითხვას, ფილმი შეიცავდა თუ არა პორნოგრაფიულ ელემენტებს.  აღნიშნული მოთხოვნით შსს-ს უკვე მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. შსს-ში განმატეს, რომ საკითხს შეისწავლიან. 

ამ დროისთვის პირველი სეანსი დასრულებულია. უცნობია, შედგება თუ არა შემდეგი სეანსები. მეორე სეანსი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, პროტესტი გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ "ამირანთან" ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მომიტინგეები დაუპირისპირდნენ პოლიციას, გამოიყენეს პიროტქნიკა, თუმცა აქციის ლიდერები ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე ირწმუნებიან, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან მათ კავშირი არ აქვთ.  დღეს თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანსა და "რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილზე. შსს იუწყება, რომ სუბელიანზე თავდამსხმელი დაკავებულია.    

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S