Accentnews.ge
ბლინკენი – ICC-ს წევრებმა პატივი უნდა სცენ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემულ ორდერს

ბლინკენი – ICC-ს წევრებმა პატივი უნდა სცენ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემულ ორდერს

22/03/2023 19:31:52 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწფიო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა რომის სტატუტს და მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, იხელმძღანელოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერით.

სენატში გამართულ მოსმენაზე ბლინკენს დაუსვეს შეკითხვა, უნდა დააკავონ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა პუტინი, თუკი ის იქ ჩავა. ბლინკენმა პასუხად შემდეგი განაცხადა:

"ყველამ, ვინც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები".

შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს, თუკი ის აშშ-ში ჩავა, მან პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ "ძნელი წარმოსადგენია, რუსეთის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებამდე მიაღწიოს".

ამასთან ბლინკენმა დააზუსტა, რომ აშშ არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი.

თუ რამდენად გამართლებულია პუტინის დაპატიმრებაზე ორდერის გაცემა, ამაზე ბლინკენმა თქვა, რომ „საჭიროა იყოს პასუხისმგებლობა“ სამხედრო დანაშაულებისთვის, რომლებიც, როგორც აშშ-ს მიაჩნია, ჩადენილ იქნა უკრაინაში.

ცნობისთვის: 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომლის თანახმად, არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას „ისტორიული" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S